ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 29, 2025 13:21 საათი

თბილისი

Apr 29 - Tue
Tbilisi, GE
6°C overcast clouds

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია და ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ თავდაუხრელად შრომობენ, რათა ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია დააკარგვინონ – იციან, აბსოლუტურად განულებულები არიან და ახლა არწმუნებენ თავიანთ პატრონებს, რომ ეს მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა

ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ და მათი პარტნიორი რადიკალური ოპოზიცია თავდაუხრელად შრომობენ იმისათვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია დააკარგვინონ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ისინი აბსოლუტურად განულებულბი არიან და ახლა თავიანთ საერთო პატრონებს არწმუნებენ, რომ ეს მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„მინდა დღევანდელი თემა დავუთმო, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, რომლებსაც უსამშობლოებს ვეძახით, ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ და მათი პარტნიორი რადიკალური ოპოზიცია იმისათვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია დააკარგვინონ. ისინი ამისთვის თავდაუხრელად შრომობენ, დადიან კაბინეტებიდან კაბინეტებში, იწერებიან წერილებს, დანოსებს ბრიუსელში და ა.შ. ვინაიდან, იციან, რომ აბსოლუტურად განულებულები არიან და ახლა არწმუნებენ თავიანთ პატრონებს და მათ ჰყავთ საერთო პატრონი, რომ ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა „ენჯეოს“ არასდროს ვეხებით და ყოველთვის გამოვყოფთ ხოლმე, რომ საქართველოში არიან ისეთი „ენჯეო“ ორგანიზაციები, რომლებიც ნამდვილად კეთილ საქმეს ემსახურებიან და ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, როდესაც 500-მდე „ენჯეო“ ორგანიზაცია დარეგისტრირდა აბსოლუტურად უპრობლემოდ გამჭვირვალობის რეესტრში, ვინაიდან დასამალი არაფერი აქვთ, ქვეყნისთვის კეთილ საქმეს აკეთებენ. მაგრამ არის „ენჯეოების“ ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც არის პირდაპირ უსამშობლო და ეწევა ძირის გამომთხრელ სამუშაოებს, რომლებსაც ჩვენ მოვიხსენიებთ, მაგალითად, კოლექტიურ ლომჯარიებად, კოლექტიურ გიგაურებად, სუბელიანებად, პატარაიებად, მაქარაშვილებად ა.შ. ეს არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც ჰყავს ძალიან დიდი ბაბლი თავის გარშემო, ზუსტად იგივენაირი უსამშობლოები, რომელთა დღის წესრიგსაც, თუ გადავხედავთ წინა წლებს, წარმოადგენდა ის, რომ ჩვენთვის თავს მოეხვია მიუღებელი პროპაგანდა, ელანძღა ჩვენი ეკლესია, შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩვენი პატრიარქისთვის, ანუ არაფერი, რაც ქართულია – ტრადიციები, კულტურა, იდენტობა – მათთვის აბსოლუტურად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ვეძახით მათ უსამშობლოებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი და იგივე პატრონი ჰყავთ მათაც და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასაც“, ერთი და იგივე პატრონისგან ფინანსდებიან. ძალიან სასაცილო და ღიმილის მომგვრელია, როდესაც ეს ე.წ. ფიგურები, რომლებიც ჩამოვთვალე, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში პატრიარქს გვილანძღავენ სამარცხვინოდ, შემდეგ მოდის ხოლმე აქციების დღეები, რომლებიც ემთხვევა, მაგალითად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და იქ ბრჭყალებში ანგელოზის სახეებით დადგებიან ხოლმე, სანთლებს დაიჭერენ ხელში და იწყებენ გალობას.

უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს შემადგენლობა ხელს გვიშლიდა ვიზალიბერალიზაციის მოპოვებაში. ეს ყველაფერი დადასტურებულია და გადაბრალებულიც აქვთ ერთმანეთზე. როდესაც კანდიდატის სტატუსს ვიღებდით 2023 წელს, იქ ჩვენ გამოვაქვეყნეთ, თუ არ ვცდები, „პოს ტივის“ ეთერი იყო და არქივი არსებობს, იმ „ენჯეო“ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც საშინელ დასკვნებს აგზავნიდნენ იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო და ოპოზიციონერები კაბინეტებში დადიოდნენ, რომ ხელი შეეშალათ. როდესაც უკვე მიხვდნენ იმას, რომ კანდიდატის სტატუსს ვიღებდით, შეგახსენებთ, რომ ერთმანეთზე დაიწყეს იქაც გადაბრალება, რომ, არა, მე არაო, სხვა ოპოზიციური პარტია დადიოდა ხელის შესაშლელადო.

ამ მდიდარ „ენჯეოებზე“ რომ ვისაუბროთ, ომში ჩართვისკენ როგორ მოგვიწოდებდნენ, შევახსენოთ საზოგადოებას. როდესაც ისინი აქციებს გვიწყობდნენ იმის გამო, რომ მოხალისეებით სავსე ჩარტერული რეისი მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავაგზავნეთ უკრაინაში და რუსეთთან ესკალაცია არ გამოვიწვიეთ. პირდაპირ სცენაზე ავიდნენ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩამოვაყალიბებთ ტექნიკურ მთავრობასო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის