ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 31, 2025 01:42 საათი

თბილისი

Oct 31 - Fri
Tbilisi, GE
9°C clear sky

ლევან მაჭავარიანი: სანამ საღი აზრი არ გაიმარჯვებს ევროკავშირშიც, როგორც გაიმარჯვა შეერთებულ შტატებში, მანამდე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება

„დასავლეთთან ურთიერთობები დაიძაბა ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში ომი“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, საგარეო ურთიერთობებზე საუბრისას.

მისი თქმით, დასავლეთის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველო არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, არ გააგზავნა მოხალისეები უკრაინაში და ასევე, არ დააწესა სანქციები.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგივე მოხდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან მიმართებით.

„აშშ-თან ვერავინ ერთ პრეტენზიას ვერ წაუყენებს „ქართულ ოცნებას“, თუ რატომ არ არის დღეს ურთიერთობები გადატვირთული. კი, რაღაც სიგნალები მოდის. ისიც კარგი ჟესტი იყო, რომ ერთ დღეს დაინიშნა ჩვენი ელჩი და გადააყენეს თავის ელჩი და ა.შ. ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს. აბსოლუტურად სრული თანხვედრა არის მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილში, ღირებულებებით ნაწილში. ვერავინ იტყვის, რომან რამე დავაკელით, ან რამე ისეთი გავაკეთეთ, რომელმაც ამას ხელი შეუშალა. მაგიტომ ვართ პრაგმატული მოლოდინის რეჟიმში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას, სანამ ევრობიუროკრატია მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და საქართველოში მხარს უჭერს რადიკალიზმს და ახალისებს, იქამდე საქართველო დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ახლა ერთადერთი მექანიზმი, რაც შანტაჟის იარაღად დარჩათ, ეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაა.

„სანამ საღი აზრი არ გაიმარჯვებს ევროკავშირშიც, როგორც გაიმარჯვა შეერთებულ შტატებში და მინიმუმ, იმის მტკიცება აღარ გვჭირდება აშშ-თან, რომ მხოლოდ ორი სქესია და სხვანაირად ვერ იქნება, მანამდე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის