ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ათეულობით „ენჯეო“, რომელსაც კოლექტიურ ლომჯარიებს და კოლექტიურ გიგაურებს უწოდებენ, პირდაპირ ემსახურებიან რევოლუციის მოწყობას.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, საქართველოში მოქმედი „ენჯეოები“ პროპაგანდას უწევდნენ ანტიეროვნულ საკითხებს.
„არის ათეულობით მავნებელი „ენჯეო“, რომლებსაც კოლექტიურ ლომჯარიებს და კოლექტიურ გიგაურებს ვუწოდებთ. საზოგადოებაში მათი რეიტინგი შეიძლება ნულის ტოლი იყოს. პირდაპირ ემსახურებიან ქვეყანაში ჩვენი სუვერენიტეტის რღვევას, რევოლუციის მოწყობას, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას, ქვეყნის იდენტობის დაზიანებას, საპატრიარქოს რეპუტაციის შერყევასაც და ა.შ – ყველაფერს იმას, რაც არაქართულია“
არის ათეულობით მავნებელი „ენჯეო“, რომლებსაც კოლექტიურ ლომჯარიებს და კოლექტიურ გიგაურებს ვუწოდებთ. საზოგადოებაში მათი რეიტინგი შეიძლება ნულის ტოლი იყო. პირდაპირ ემსახურებიან ქვეყანაში ჩვენი სუვერენიტეტის რღვევას, რევოლუციის მოწყობას, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას, ქვეყნის იდენტობის დაზიანებას, საპატრიარქოა რეპუტაციის შერყევას და.ა.შ. ყველაფერ იმას, რაც არაქართულია“, – აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.