5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე სასამართლოს განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებული 27 მოქალაქის საქმე სასამართლოში რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა. ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს არც ერთი მათგანი . საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, სადაც დაკავებულების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობაა ასახული. პროკურატურა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენს ელოდება. ბრალდებულებს ტელეკომპანიების – „ იმედის „ , “ტვ პირველის”, “ფორმულის”, “მთავარი არხის”, “რუსთავი2”-ის, “რადიო თავისუფლების”, “ტაბულისა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობას ედავებიან.
პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებულთა მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქცია იმართება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო აღნიშნულ ეპიზოდებზე ობიექტურ განაჩენს არ გამოიტანს, მხარდამჭერები მასშტაბური აქციების გამართვას აანონსებენ.
„ლგბტ“ მარშის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული პირების საბოლოო განაჩენი, სამ ეპიზოდზე, დღეს გამოცხადდება
გიორგი ახლოური
ჟურნალისტი, გადაცემის წამყვანი: "სტალინის ეპოქა გიორგი ახლოურთან", სოციალური მედია მენეჯერი, ადმინისტრაციის უფროსი, რეჟისორი, გრაფიკული უზრუნველყოფა... საკონტაქტო ინფორმაცია: 📧 მეილი: Akhlouri1e@gmail.com, Giorgiaxlouri98@gmail.com 📞 ტელ: 598544492 - 599344434