ლიეტუვაში სამხედრო წვრთნები „რკინის მგელი-2022“ დაიწყო. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.
წვრთნებში სახმელეთო ძალები მონაწილეობენ. ჩართულები არიან ბელგიის, ჩეხეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ლუქსემბურგის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და ავსტრალიის სამხედროები.
სამხედრო მანევრები გენერალ სილვესტრ ჟუკაუსკასის სახელობის პოლიგონზე ჩატარდება და ის ორ კვირას გაგრძელდება. წვრთნებში 3,5 ათასი სამხედრო იღებს მონაწილეობას. ჩართული იქნება მძიმე ტექნიკა – ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, არტილერია და ლოგისტიკური საშუალებები. წვრთნები შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების სცენარებით წარიმართება.
წვრთნები „რკინის მგელი“ ლიეტუვაში წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე ტარდება. მათი მიზანია ნატოს ქვეყნებში შორის ურთიერთქმედების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება.