ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 22:06 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
13°C few clouds

ლორა კუპერი – ზამთარში უკრაინაში ომი იმპულსს არ დაკარგავს, რადგან არ არსებობს იმის ნიშნები, რომ უკრაინული ძალები შეჩერდებიან

„ზამთარში უკრაინაში ომი არ დაკარგავს იმპულსს, რადგან არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეჩერდებიან“, – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ლორა კუპერმა განაცხადა.

„ზამთარი იქნება ძალიან დინამიკური… ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ უკრაინელები შეჩერდებიან და რა თქმა უნდა ველით, რომ რუსებიც შეეცდებიან შეტევას“, – აცხადებს ლორა კუპერი.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გაზრდის უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას, რომლებიც გადამზადდებიან.

„შემიძლია დავადასტურო, რომ საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და მისი საჰაერო თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას. NASAMS იყო ამის ნაწილი“, – თქვა მან.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა დაუყოვნებლივ შეძლეს NASAMS-ის წარმოუდგენლად ეფექტურად გამოყენება რუსული სარაკეტო საფრთხეებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის