ლოს-ანჯელესში გამოაცხადეს „ოსკარის“ პრემიის ნომინანტები.
„საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში სხვათა შორის იბრძოლებენ ფილმები „ბელფასტი“, „არ აიხედოთ ზევით“, „დიუნა“, „ძაღლის ძალაუფლება“, „ვესტსაიდის ისტორია“.
კატეგორიაში „საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი“ იბრძოლებენ „ბოქსბალეტი“, „ხელოვნება“, „მხეცი“, „რობინი“ და „შუშის საწმენდი“.
ჯეინ კემპიონის „ძაღლის ძალაუფლება“ 12 ნომინაციაშია წარმოდგენილი. დენი ვილნიოვის „დიუნა“ 10 ნომინაციაზე წარადგინეს. ფილმები „ბელფასტი“ და „ვესტსაიდის ისტორია“ 8-8 კატეგორიაში არიან ნომინირებული.
„ოსკარებით“ დაჯილდოების 94-ე ცერემონია 27 მარტს გაიმართება ჰოლივუდში.