ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 18, 2025 00:22 საათი

თბილისი

Sep 18 - Thu
Tbilisi, GE
17°C overcast clouds

ლუკაშენკო: კიევი ცდილობს აიძულოს რუსეთის ფედერაცია გამოიყენოს ბირთვული იარაღი

კურსკის რეგიონში შეჭრით კიევმა შესაძლოა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს, განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეკომპანია Rossiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„საშიშროება არის ის, რომ უკრაინის მხრიდან მსგავსი ესკალაცია (კურსკის რეგიონში შეჭრა ) არის მცდელობა, აიძულოს რუსეთი ასიმეტრიულ ქმედებებზე, მაგალითად, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, უკრაინის  ხელისუფლება მოხარული იქნებოდა, თუ რუსეთი ან თუნდაც ჩვენ გამოვიყენებდით ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებისთვის „ეს იქნება ბედნიერება“.

„მაშინ, ალბათ, ძნელად თუ დაგვრჩება მოკავშირეები და ჩვენს მიმართ აღარ დარჩება სიმპათიურად განწყობილი ქვეყნები.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის მიმართ უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეული უარყოფითი სურათი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის