ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 17, 2025 18:05 საათი

თბილისი

Aug 17 - Sun
Tbilisi, GE
25°C scattered clouds

მადლობა დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა

მადლობა მინდა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკლესიის თანადგომა ქვეყნისთვის რთულ მომენტებში ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, წლების და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. მადლობა ჩვენს დედა ეკლესიას და უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის