ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომლებიც დონალდ ტრამპს უბიძგებენ, გააკეთოს ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევენ, რომელიც არ გვჭირდება და რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს, – წერს გენერალი მაიკლ ფლინი სოციალურ ქსელში X.
ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც სხვა ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც არის გამოსახული და აღნიშნავს, რომ პუტინი სურათზე იზოლირებულად სულაც არ გამოიყურება.
„ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომლებიც დონალდ ტრამპს უბიძგებენ, გააკეთოს ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევენ, რომელიც არ გვჭირდება და რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. თუ ევროკავშირს უნდა ეს არეულობა, მათი იყოს. მეტი სიკვდილი, მეტი ხარჯი და ევროპელი ლიდერების მეტი ქედმაღლობა გამარჯვებას ვერ მოიტანს. ამერიკას ამ არეულობიდან გამოსავალი ძალიან სწრაფად უნდა იპოვოს“, – მიიჩნევს გენერალი.