მაქვს იმედი იმისა, რომ ბრიუსელში არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება ქართველი ხალხის დასჯისკენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოების უვიზო მიმოსვლის შეჩერების შეშინების საფუძველი არ არსებობს.
„საქართველოსთან მიმართებით სავიზო რეჟიმის წესების ცვლილებებს განიხილავენ, ამ საკითხზე მუდმივად საუბრობენ მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, ქართულ საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხით აშინებდე.
ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ბრიუსელი ყველა მექანიზმს, ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს, ან ქართული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს გარკვეული სადამსჯელო ინსტრუმენტები.
მაქვს იმედი იმისა, რომ ბრიუსელში ასეთი გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც მიმართული იქნება ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის დასჯისკენ“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.