ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 10:05 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
18°C clear sky

მაკგრეგორი მოძალადეა UFC-ის მებრძოლს ირლანდიაში უჩივლეს

UFC-ის ორ წონაში ყოფილ ჩემპიონს, კონორ მაკგრეგორს ირლანდიაში სამოქალაქო საქმე ემუქრება. მას ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ბრალდებით უჩივიან.

MMA News-ის ცნობით, ქალმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა სურდა, სკანდალური MMA მებრძოლის გამო ჩიოდა. ორშაბათს მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე წინასწარი გამოძიების ორდერი გამოიცა. პროცესის განმავლობაში ასევე შეისწავლება მისი ბრალდებების მტკიცებულებები.

ქალი ამტკიცებს, რომ შემთხვევა მაკგრეგორის სახლში 2018 წელს მოხდა. თავად სპორტსმენი უარყოფს ყველა ბრალდებას მის წინააღმდეგ. წინასწარი სამოქალაქო საქმის გამჟღავნების პროცესი დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები