ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 17:53 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

მალე „სამხრეთ ოსეთი“ მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი იქნება- ანატოლი ბიბილოვი

მისი თქმით, ოსეთის გაერთიანება აუცილებელია.

„არსებობს სამართლებრივი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ უნდა გადავდგათ, თუ გვინდა გავხდეთ რუსეთის ფედერაციის ნაწილი. რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, არის პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტების გაერთიანებასთან. „სამხრეთ ოსეთი“, შეიძლება გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც რუსეთის სუბიექტი. ვფიქრობ, რომ ოსეთის გაერთიანება აუცილებელია“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

ამასთან, ბიბილოვი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხის აზრი მნიშვნელოვანია.

„ბევრი ამბობს, ვინ იქნება ხელმძღვანელი, პრეზიდენტი (ფედერაციის ერთი სუბიექტის), სადაც იქნება მთავრობა – ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც შეიძლება, გადაწყდეს“, – განაცხადა ბიბილოვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ოსეთი, უდავოდ, უნდა იყოს ერთიანი“.

კითხვაზე, რა სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის, ბიბილოვმა უპასუხა:

„ეს გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხისთვის. ყველა სხვა გადაწყვეტილება გაწერილია კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება პლებისციტის გამართვა, საჭირო იქნება ხალხის აზრის გამოკითხვა“.

30 მარტს, ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ უახლოეს მომავალში აპირებს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას რუსეთთან შეერთების პროცესის დასაწყებად.

„მჯერა, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკამ უნდა დანიშნოს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის და მალე „სამხრეთ ოსეთი“ მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი იქნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები