ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 00:16 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
10°C broken clouds

„მამარდაშვილი „ვალენსიაში“ დარჩება და 2025 წლიდან „ლივერპულს“ შეუერთდება – ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრანსფერი ახლოვდება

„ლივერპული“ ახლოს არის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის გაფორმებამდე. ამის შესახებ სპორტის ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ცნობას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

„მამარდაშვილთან შეთანხმება მიღწეულია. ახლა, „ლივერპული“ 30 მილიონი ევროსა და დამატებით ბონუსების გადახდასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს „ვალენსიასთან“ აწარმოებს. მოლაპარაკებების მიხედვით, „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტს ახლა გააფორმებს, ის კი კლუბს შემდეგ წელს შეუერთდება“, – წერს ჟურნალისტი.

როგორც ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, „ვალენსიამ“ უარი თქვა „ლივერპულის“ თავდაპირველ გეგმაზე, რომ მამარდაშვილი იჯარის წესით „ბორნმუთში“ გაეშვათ.

„ბორნმუთის“ იჯარა ჩაიშალა, რადგან „ვალენსიას“ სურს, მამარდაშვილი იჯარით თავად დაიტოვოს და 2025 წელს გაუშვას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ლივერპულის“ მთავარი მეკარე ალისონ ბეკერი კლუბში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით რჩება. გიორგი მამარდაშვილს კი არც ერთ კლუბში არ სურს გადასვლა, თუ პირველი მეკარე არ იქნება.

„ალისონი ამ სეზონეზე „ლივერპულის“ მეკარე იქნება. მამარდაშილი კი კლუბს 2025 წელს შეუერთდება, როგორც დაგეგმილი იყო“, – წერს რომანო. 

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელთან დაახლოებული ქართული წყაროს, Geo Team-ის ცნობით, 23 წლის მეკარეს „ბორნმუთში“ გადასვლა არ სურს და ამ სეზონის „ვალენსიაში“ გატარება ურჩევნია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები