ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 13:49 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
14°C clear sky

მამუკა მდინარაძე: სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასიათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონშვიდასიათასი, რიგები უბნებზე კი – მოჩვენებითი.

აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა. აი ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი მოკლედ… ყველანი კარვებში!!!მოთხოვნას რაც შეეხება – სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“, – აცხადებს მდინარაძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები