ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

მამუკა მდინარაძე: უმაღლესი თანამდებობის პირი ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან მადლობას ეუბნება ყაზახეთს რუსეთის მოქალაქეების შეფარების გამო, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება

უმაღლესი თანამდებობის პირი ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან მადლობას ეუბნება ყაზახეთს [რუსეთის მოქალაქეების შეფარების გამო], თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის. ასე არ შეიძლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ამ კომენტარით ის გამოეხმაურა ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომელიც ყაზახეთის მიერ რუსეთის 200 ათასზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას მიესალმა.

„ხანდახან რაღაც საერთო მესიჯბოქსში თუ ვსხდებით – თუ მადლობა ყაზახეთს, მადლობა საქართველოსაც, რომელმაც შეიფარა უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ სასაყვედუროა, მაშინ იმათაც უსაყვედურონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჩვენ მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, – განაცხადა ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები