ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 01:13 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

მარია ზახაროვა – რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, უკრაინულ კრიზისზე არცერთი შეხვედრა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს, რადგან სურს, რომ უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტოს.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირება კიევის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

“ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ არც ერთი პუნქტი, რადგან ის რუსეთისთვის უაზრო ულტიმატუმს წარმოადგენს და საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებაზე არის მიმართული”, – განაცხადა ზახაროვამ.

ასევე კრემლს არ ესმის, თუ რატომ არ დაპატიჟეს გამართულ სამიტზე.

“რუსეთის მონაწილეობის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, უკრაინულ კრიზისთან დაკავშირებული არც ერთი შეხვედრა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს “, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები