ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 02:29 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

მარია ზახაროვა: სომხეთს ევროკავშირმა უღალატა და არა რუსეთმა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, სომხეთს ევროკავშირმა უღალატა და არა რუსეთმა.

როგორც ბრიფინგზე ზახაროვამ აღნიშნა, ბრიუსელს არც უფიქრია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

„როგორ მოქმედებდნენ რუსი „სამშვიდობოები“ შუამავლებად ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში – ამას ევროკავშირიც გარედან აკვირდებოდა, პრაქტიკული დახმარებაზეც კი უფიქრიათ, გაიხსნა ლაჩინის დერეფანი და ჩვენი „სამშვიდობოები“ ყარაბაღიდან წამოსულებს სომხეთში აცილებდნენ. ამ ყველაფერს ევროკავშირი გვერდიდან უყურებდა. ევროკავშირის მისია სომხეთში არ უზრუნველყოფს რაიმე სტაბილურობას ან დეესკალაციას“, – განაცხადა ზახაროვამ.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ამოცანა არ არის სომხეთის უსაფრთხოება, ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა.

„მიზანია დაზვერვის მონიტორინგი და სიტუაციის პროვოცირება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები