ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 25, 2025 14:48 საათი

თბილისი

Jul 25 - Fri
Tbilisi, GE
28°C clear sky

მარიამ ლაშხი: არსებობს კანონი და შესაბამისად, იმ არასწორი, ამორალური საქციელისთვის მივმართე სამართალდამცველებს, რომელთა მიმართაც მაქვს ნდობა, პატივისცემა და მადლიერება

„არსებობს კანონი, შესაბამისად, იმ ამორალური საქციელისთვის მივმართე სამართალდამცველებს, რომელთა მიმართაც მაქვს ნდობა, პატივისცემა და მადლიერება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა.

„დანაშაულის კლასიფიკაციას არ ვახდენ. მე ვარ როგორც ერთი დამოუკიდებელი მოქალაქე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით. კანონმდებელი როდესაც ხარ, განსაკუთრებული მაგალითი უნდა იყო, როგორ უნდა დაიცვა როგორც ბავშვები, შენი ქვეყანა, ასევე, ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაც ქვეყანაში არსებობს. ქვეყანაში არსებობს კანონი და, შესაბამისად, როგორც კანონმდებლის, მოქალაქის და ასევე, დედის ინსტინქტით განვახორციელე იმ არასწორი, ამორალური და კანონდამრღვევი საქციელის შესაბამისი მიმართვა სამართალდამცველებთან, რომელთა მიმართაც დიდი ნდობა, პატივისცემა და მადლიერება მაქვს.

სამართალდამცველებმა ამ დანაშაულზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. კანონთან ყველა იქნება მართალი. ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა. სრულწლოვანი თუ ხარ, იმ დანაშაულებზე, რასაც ჩადიხარ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. შესაბამისად, ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის, კანონმდებლის და ასევე, დედის ინსტინქტით გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის