რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მარიუპოლის პორტი ნაღმებისგან სრულად გაიწმინდა და კვლავ დაიწყო ფუნქციონირება.
სამინისტროს ინფორმაციით, აღმოჩენილი იქნა 12 ათასზე მეტი ფეთქებადსაშიში ნივთი და იარაღი, რომელიც სრულად გააუქმეს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან შავი ზღვის მიმართულებით 115 მილის (185კმ) სიგრძისა და 2 მილის (3,2კმ) სიგანის ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა მიმდინარეობს.
თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის მხარეს არაფერი უთქვამს და გაურკვეველია, რჩება თუ არა ნაღმების საფრთხე დერეფანში.