ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 19, 2025 12:55 საათი

თბილისი

Aug 19 - Tue
Tbilisi, GE
32°C clear sky

„მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად შეუძლებელია მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო გზით. ამის შესახებ მან კიევში კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ქალაქ მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ უკრაინას ამჟამად არ აქვს ისეთი მძიმე იარაღი, რომელიც მას სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვის საშუალებას მისცემს.

„ეს არ არის მოსაზრებები, ეს არის ჩვენი არმიის ხელმძღვანელობის დასკვნები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის