ტელეკომპანია სეზონი

მარტი 12, 2025 19:59 საათი

თბილისი

Mar 12 - Wed
Tbilisi, GE
20°C clear sky

მარკო რუბიოს განცხადებით, USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად გაუქმებულია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამების დაახლოებით 83% ოფიციალურად გააუქმა.

„ექვსკვირიანი დაკვირვების შემდეგ ჩვენ USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად ვაჩერებთ. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი იმ საშუალებებით, რომელიც არ ემსახურებოდა (ხოლო რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, – დაწერა რუბიომ.

მისი თქმით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება.

რუბიომ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის