რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლას კიევს და ლონდონს აბრალებს.
„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმმა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ჩაშალა მარცვლეულის შეთანხმება, რათა საკვები დაემატოს ბირთვულ შანტაჟს“, – დაწერა ზახაროვამ ტელეგრამის არხზე.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინა და ბრიტანეთი დაადანაშაულა „ტერორისტულ თავდასხმებში შავი ზღვის ფლოტის გემებზე და სამოქალაქო გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ „მარცვლეულის დერეფნის“ უსაფრთხოების გარანტიაში“ და გამოაცხადა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლა.