ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 23, 2024 15:32 საათი

თბილისი

აპრ 23 - სამ
Tbilisi, GE
27°C clear sky

„მათ რუსეთის ეშინიათ“ – ზელენსკიმ მაკრონი გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინასთან მისი პოზიციის გამო გააკრიტიკა. ზელენსკის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ასეთი ქმედებები განპირობებულია იმით, რომ მათ „რუსეთის ეშინიათ“. ამის შესახებ მან The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანია რუსეთსა და უკრაინას შორის ბალანსის პოვნას ცდილობს.

„მათ რუსეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ და სიტუაციას ეკონომიკის პრიზმიდან უყურებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ სურთ ისეთ ლიდერებს, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მიაწოდონ ტანკები უკრაინას, რათა დაეხმარონ ქვეყანას აგრესორის დამარცხებაში, მან უპასუხა:

„რუსეთის ეშინიათ, სულ ესაა“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, ის არ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „ჯალათს“. მაკრონმა, ასევე, უფლება მისცა კომპანიებს, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, დატოვონ თუ არა რუსული ბაზარი. თუმცა, მათ უნდა შეასრულონ ოკუპანტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები