ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2024 00:28 საათი

თბილისი

სექ 1 - კვი
Tbilisi, GE
23°C clear sky

„მე ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს“ – ტრამპი

„რესპუბლიკური პარტიიდან“ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მოაგვარებს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ტრამპმა თქვა, რომ „ყველა ძალიან ახლოს მესამე მსოფლიო ომთან“.

„მე მოვაგვარებ ამ საშინელ ომს რუსეთსა და უკრაინას შორის. მე ვარ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ასეთი განცხადების გაკეთება. მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს“, – განაცხადა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. დონალდ ტრამპის კონკურენტი ამერიკის ამჟამინდელი ლიდერი, დემოკრატი ჯო ბაიდენია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები