ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 6, 2025 17:47 საათი

თბილისი

Jun 6 - Fri
Tbilisi, GE
26°C scattered clouds

მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა

მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს და საუბარი არ არის მხოლოდ ჯარისკაცებზე, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მორიგ იერიშს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„უკრაინის ქალაქებზე სრულიად უსაფუძვლოდ ხორციელდება რაკეტებითა და დრონებით იერიშები. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას უნდა მთელი უკრაინა და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა ეს მართლდება კიდეც, მაგრამ თუ ამას გააკეთებს – ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს!

ასევე, პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას იმით, როგორც ლაპარაკობს. ყოველი სიტყვა, რაც მისი პირიდან ამოდის, პრობლემებს ქმნის. ეს არ მომწონს და სჯობს, რომ შეწყდეს. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომია და არა ტრამპის – მე მხოლოდ ვცდილობ ჩავაქრო დიდი და საშინელი ხანძრები, რომლებიც დაწყებულია სრული არაკომპეტენტურობით და სიძულვილით“, – წერს ტრამპი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის