ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 09:09 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი, მე ვცემე ზურა ჯაფარიძე, ჩვენი შვილების გარყვნისათვის, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის – სოსო მაისურაძე

„მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის,“ – ამის შესახებ სოსო მაისურაძე სოციალურ ქსელში, მისი მეგობრის ფეისბუკ გვერდზე წერს.

მისი თქმით, არსად დამალვას არ აპირებს და არის გორში, თავის მეგობართან.

„მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს.. არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia“ – წერს სოსო მაისურაძე.

 

ინფორმაციისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები