ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 29, 2025 04:57 საათი

თბილისი

Jun 29 - Sun
Tbilisi, GE
22°C overcast clouds

მედიის ინფორმაციით, ბელარუსში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით ქვეყანაში ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო, – ინფორმაციას მედია საშუალებები ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ზომები იქნება ყოვლისმომცველი, ჯარებს მოუწევთ რაც შეიძლება მალე გადაადგილდნენ დანიშნულების ადგილებზე, განახორციელონ საინჟინრო აღჭურვილობა, უზრუნველყონ თავდაცვა და ასევე ააგონ გადასასვლელები მდინარეებზე ნემანსა და ბერეზინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადაადგილება, რის გამოც გარკვეული გზებზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის დროებითი შეზღუდვები დაწესდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის