ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 20:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს

ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს – ამის შესახებ ირანულ ოპოზიციურ მედიაზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

როგორც რეფორმების მხარდამჭერი ირანული გამოცემა Entekhab-ი წერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა, ჯაფარ მონთაზერიმ განაცხადა, ირანის პარლამენტი და სასამართლო ორგანოები ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობენ.

მონთაზერიმ ასევე განაცხადა, რომ ირანმა მორალის პოლიცია გააუქმა, მაგრამ ირანის სახელმწიფო მედიამ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენს.

ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები 22 წლის ქურთი გოგონას – მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.

ირანის ხელისუფლებლის განცხადებით, საპროსტესტო აქციების განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა, არასამთავრობოების მტკიცებით კი, 2 დეკემბრის მონაცემებით, ირანში მოკლულია 496 ადამიანი, მათ შორის 64 არასრულწლოვანი. ამასთან, დაკავებულია 18 000-ზე მეტი დემონსტრანტი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები