რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა ჩაატარა სამხედრო-სამრეწველო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა. შეხვედრის მიზანი იყო მოთხოვნადი სახეობების შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკისა და ზემოქმედების საშუალებების წარმოებაზე კონტროლი.
სხდომის ამსახველი ვიდეო მედვედევმა თავის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელ “ВКонтакте”-ში გაავრცელა.
მანამდე მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ანტირუსული სანქციები არავითარ გავლენას არ მოახდენს რუსეთის პოზიციაზე. მისი თქმით, ქვეყანა „კრემლის გაზრდილი ძალით“ გააგრძელებს დარტყმებს ე.წ. უკრაინის ობიექტებზე.