საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ნიკა მელიამ თავის თავი „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს დაამახსოვრა და შეაყვარა რადიკალიზმით.
მისი თქმით, მელიას მიმართ გამოყენებული იქნება ყველა ის ზომა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი.
„რა უფრო მეტ დანაშაულს ჩაიდენენ, მით უფრო მეტი ბრალი იქნება წარდგენილი და მით უფრო მეტი პროცესი დაიწყება მათ წინააღმდეგ. ნიკა მელიამ თავის თავი „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს დაამახსოვრა და შეაყვარა რადიკალიზმით.
ცნობილია, რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულ პროვოკაციაზე მიდის, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის მოხსნა და სახელმწიფოსთვის სროლა იმის მანიშნებელი იყო, რომ ის პროვოკაციაზე მიდიოდა. ასეთივე პროვოკაციაა მოსამართლისთვის წყლის შესხმა. შესაბამისად, მის მიმართ ყველა ის ზომა იქნება გამოყენებული, რომელსაც კანონი ითვალისწინებს“, – აღნიშნავს წილოსანი.