„ღმერთის მადიდებლობას ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეგვაცვლევინებს, ვერც რუსეთის იმპერია, ვერც ევროკავშირის ვიზები, ვერც სხვადასხვა რამე“, – ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი მხრივ, 20% გვაქვს წართმეული ოკუპაციით რუსეთის მხრიდან და სხვა მხარეს სულიერი ოკუპაცია მიდის.
„დედა ღვთისმშობელი ყოველთვის ყოფილიყოს თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახების და ჩვენი ძვირფასი სამშობლოს, საქართველოს მფარველი. ღმერთის მადიდებლობას ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეგვაცვლევინებს, ვერც რუსეთის იმპერია, ვერც ევროკავშირის ვიზები, ვერც სხვადასხვა რამე. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, რომ კეთილდღეობა რომ გვინდა და აუცილებელია თითოეულ ადამიანს კეთილდღეობა ჰქონდეს, ეს რის საფასურად. ვინმეს უნდა უღირსი მამა და დედა, მაგრამ მდიდარი იყოს, კარგად ცხოვრობდეს? ვინმეს უნდა უღირსი შვილი? ერთი მხრივ, 20% გვაქვს წართმეული ოკუპაციით რუსეთის მხრიდან და სხვა მხარეს სულიერი ოკუპაცია მიდის. ღმერთის და საქართველოს, თქვენს ინტერესებს ვიცავ და რა უნდა გავაკეთო? ღვთის მცნებებს ვუღალატო? ჩემთვის არაფერი უნდა იყოს ოჯახური ღირებულება, რომ ბავშვებს ცუდი არაფერი ვუქადაგოთ. ისინი თუ იმას იცავენ, რომ ახალი რელიგიით უნდა გაგვხადონ ისეთები, როგორც ისინი არიან, ჩვენ ახალ რელიგიას არ ვიღებთ, ქრისტიანები ვართ. გვიტევენ, გვიტევენ და ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.