ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 00:24 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
10°C broken clouds

მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე: ვერ იქნება ჩვენი სახელმწიფო სრულყოფილი, თუ ამგვარი პოლიტიკური ერთეული იარსებებს პოლიტიკურ სივრცეში

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნას არგუმენტებით ხსნის და აცხადებს, რომ ძალას, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, არ აქვს უფლება იარსებოს პოლიტიკურ ველზე. მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ წერილზე გააკეთა კომენტარი.

მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად მიიჩნევს გამოძიების ჩატარებას და იმედოვნებს, რომ გასამართლების შემდეგ, სასამართლო ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს ფარდას ახდის.

„იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ეს ძალა [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ერთხელ და სამუდამოდ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა ბიზნესების წართმევა, პატიმრების წამება და გაუპატიურება, უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა და სხვა უამრავი, რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა, უნდა გასამართლდეს. ვერ იქნება ჩვენი სახელმწიფო სრულყოფილი, თუ ამგვარი პოლიტიკური ერთეული იარსებებს პოლიტიკურ სივრცეში და აუცილებელია გამოძიება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები