ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 6, 2025 12:08 საათი

თბილისი

Jun 6 - Fri
Tbilisi, GE
23°C clear sky

მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, როდის დასრულდება ომი – ერდოღანი

მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ განსაზღვრონ, როდის დასრულდება ომი უკრაინაში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების ვადებს ვერ ასახელებს.

„შეუძლებელია, გითხრათ ზუსტი თარიღი, როდის დასრულდება ეს ომი ან რამდენ ხანს გაგრძელდება. ამას მხოლოდ ორივე მხარის ლიდერები გეტყვიან“, – აცხადებს ერდოღანი. 

პუტინთან დისკუსიის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

„და იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ჩვენ გვსურს, გვქონდეს ამის დიდი იმედი. პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მხარეს“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის