ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 02:29 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
17°C clear sky

მორავეცკი – პოლონეთი F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს კიევს ნატოსთან შეთანხმების შემდეგ გადასცემს

პოლონეთს შეუძლია უკრაინაში თავისი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს, მაგრამ მხოლოდ ნატოსთან კოორდინაციით- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

,,როგორც ეს იყო რამდენიმე თვის წინ MiG-ის შემთხვევაში, ასევე ნებისმიერი სხვა საჰაერო ძალების რეალიზაცია განხორციელდება ნატოს ქვეყნებთან შეთანხმებით. აქ ჩვენ ვიმოქმედებთ სრული კოორდინაციით“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

ადრე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე  პოლონეთმა უკრაინას რამდენიმე MiG-ი  ნაწილ-ნაწილ გადასცა.

Politico-ს წყაროები ყვებიან, რომ ახლა პენტაგონის სამხედრო მაღალჩინოსნების ჯგუფი უბიძგებს დეპარტამენტს, გადასცეს F-16 კიევს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები