ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 29, 2025 03:51 საათი

თბილისი

Oct 29 - Wed
Tbilisi, GE
16°C clear sky

„მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი“ – უნგრეთის პრეზიდენტმა საშობაო ზავის შესახებ პუტინის გადაწყვეტილება მოიწონა

საშობაო ზავის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი გამოეხმაურა.

უნგრეთის პრეზიდენტმა პუტინის გადაწყვეტილებას მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„დაე, მართლმადიდებლურ შობაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა იყოს ნაბიჯი მშვიდობისკენ“, – წერს კატალინ ნოვაკი.

უკრაინის ბევრი მოკავშირე სკეპტიკურად უყურებს რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევენ, რომ რუსეთს ეს დრო ძალების გადაჯგუფებისთვის სჭირდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის