ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 10, 2024 14:35 საათი

თბილისი

აპრ 10 - ოთხ
Tbilisi, GE
15°C overcast clouds

 მსოფლიო გაიგებს მათ სახელებს, რომლებიც ფულს უკრაინელების სისხლის ხარჯზე შოულობენ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა საჯაროდ დაასახელებს იმ კომპანიებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის ბაზრის დატოვება.

„მართალი გითხრათ, ყველა ნებაყოფლობით არ ტოვებს რუსეთის ბაზარს. ზოგის აქტიურ სტიმულირებას ვახდენთ, ზოგს ვაიძულებთ, რომ დატოვოს.  ეს არის როგორც ჩემი პირადი მუშაობის, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ახლა ყველაზე პრობლემური კომპანიებია „ნესტლე“, „უნილევერი“, საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელსაც ჩვენ ასე მივეჩვიეთ“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, საკმაოდ ბევრი კომპანიაა, რომელიც აწვდის მარაგებს და ნაწილებს რუსეთს, შეჩერების შემთხვევაში რუსეთში ვერ შეძლებენ რაიმე სახის სამხედრო ტექნიკის წარმოებას.

„ჩვენ ამ კომპანიებს დავასახელებთ. ჩვენ ახლა მოგვმართავენ, შეიძლება, არ გვახსენოთ, შეიძლება საჯაროდ არ გაგვაკრიტიკოთ, ჩვენ თქვენთან რამე შეთანხმებას მივაღწევთო. ჩვენ ვამბობთ – არა, თუ თქვენ დარჩებით, ე.ი თქვენ დაგასახელებთ. მთელ მსოფლიოს ეცოდინება, რომ თქვენ ფულს შოულობთ უკრაინელების სისხლის ხარჯზე.  ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი და უკომპრომისო პოზიცია“, – აღნიშნავს კულება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები