ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 19:19 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
11°C clear sky

მთავარი ღერძი, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს გასდევს, არის პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა, დემოკრატიული ღირებულებები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიის დოკუმენტის შემუშავება 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ექსპერტების მიერ, ყველა შესაძლო ბენეფიციართან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეფუძნება ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების კიდევ უფრო გაღრმავებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, დემოკრატიულ ღირებულებებს, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და სხვ.

„ყველას ჩართულობით გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, მიღებული უკუკავშირების შედეგად რიგი საკითხები დაზუსტდა და თითოეულ ადამიანს შეეძლო უკუკავშირის მოწერა, ასეთი კი ასობით მივიღეთ, რიგი მათგანი გავითვალისწინეთ და ამ მოცულობითი და კომპლექსური სამუშაოების შემდგომ ორშაბათს საბოლოო ვერსია დავამტკიცეთ, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა. მთავარი ღერძი რომელიც ამ დოკუმენტს გასდევს ეს არის ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების კიდევ უფრო გაღრმავება, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა, ჩვენი ენის, კულტურის, ისტორიის, როგორც ცოდნის გაღრმავება და პატივისცემა, დემოკრატიული ღირებულებები, კრიტიკული აზროვნების განვითარება, ციფრული მოქალაქეობა, რომელიც ტექნოლოგიურ ეპოქაში მნიშვნელოვანია, გარემოზე ზრუნვა, მრავალეთნიკური საზოგადოების მშენებლობა“, – განაცხადა ამილახვარმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები