ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 8, 2025 15:16 საათი

თბილისი

Sep 8 - Mon
Tbilisi, GE
22°C overcast clouds

მთავრობა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მიღწეული წარმატებისთვის სამ მილიონ ლარს გამოუყოფს, დამატებითი თანხა გამოიყოფა შემდგომი გამარჯვებების შემთხვევაშიც

მთავრობა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მიღწეული წარმატებისთვის სამ მილიონ ლარს გამოუყოფს. ასევე, ყოველი მიღწეული წარმატებისთვის დამატებთ გამოიყოფა სამი მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სპორტსმენებს ისტორიული წარმატება მიულოცა.

„მინდა მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვებები, ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, პირველ რიგში, კალათბურთელებს მივულოცო ისტორიული წარმატება, პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა ჩვენი ეროვნული ნაკრები. მინდა, თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადავუხადო მადლობა ამ შთამბეჭდავი წარმატებისთვის. კალათბურთის ფედერაციას მინდა გადავუხადო მადლობა თავდადებისა და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის. სამომავლოდ მინდა ვუსურვო წარმატებები. მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასევე, ფეხბურთელებს მინდა, მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და მათაც მინდა, წარმატება ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. მიღწეული შედეგისთვის 3 მილიონი ლარი და ყოველი შემდეგი გამარჯვებისთვის 3 მილიონი ლარი. ასეთი პრემია იქნება დაწესებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევრობასკეტი 2025-ზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის