„საქართველოს მთავრობამ საქართველოს უღალატა, უღალატა საკუთარ კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
ევროპარლამენტარმა ქართველ ხალხს მოუწოდა სასოწარკვეთას არ მიეცნენ.
„საქართველოს ხელისუფლებამ უღალატა საქართველოს, უღალატა თავის კონსტიტუციას, თავის მომავალს, თავის ხალხს. ჩვენ ვდგავართ იმ მამაცი ხალხის გვერდით, ვინც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და არ სურს „რუსული სამყაროს“ ნაწილი იყოს. არა რუსულ კანონს.
ქართველო ხალხო, სასოწარკვეთას არ მიეცეთ. ჩვენი კარი ღია რჩება ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც აფასებს თავისუფლებას და სხვა ევროპულ ღირებულებებს. თქვენ ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ ევროპას ეკუთვნით“, – წერს ევროპარლამენტარი.