ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 03:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

გაეროში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის განცხადებით, კრიზისის დასრულების ერთადერთი გზა ძალადობის შეჩერება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაა.

2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მთიან ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს. 20 სექტემბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თავისი სუვერენიტეტი აღადგინა.

მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ერევანში, მთავრობის შენობასთს ანტისამთავრობო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გადაცემაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები