ანტიმაიდანის ინიციატივის საკონსულტაციო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ კონფერენციას ,,კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები და მოწვეული სტუმრები დადებითად აფასებენ.
პოლიტოლოგები და ექსპერტები აცხადებენ, რომ მიესალმებიან ,,კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მიერ ქვეყანაში მოსალოდნელი სისხლიანი მაიდანის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, ექსპერტთა განცხადებით, შეხვედრაზე ეროვნული ფლანგის ლიდერებთან ერთად იმსჯელეს ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საგარეო პილიტიკა, ეკონიმიკა, ჯანდაცვა, სოციალური თემები და განათლება. მათივე შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა ნათელი მაგალითია იმისა, რომ კონსერვატიულად მოაზროვნე სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს კონსოლიდირებული საერთო ხედვის ჩამოყალიბება შეუძლიათ.
,,კოსერვატიული მოძრაობის” ლიდერის, შოთა მარტინენკოს, თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანტიმაიდანის მოძრაობამ, ერთი მხრივ, მასიური ხასიათი შეიძინოს და, მეორე მხრივ, ფორმირდეს ალტერნატიული იდეოლოგიური პლატფორმა, რომელიც დღეს გაბატონებული ლიბერალური დღისწესრიგის საპირწონე იქნება.
,,კონსერვატიული მოძრაობის” კიდევ ერთმა ლიდერმა, ირაკლი მარტინენკომ, კი შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, რომ ანტიმაიდანის მოძრაობის მნიშვნელობისა და იდეის საკითხი მოსახლეობას მეტი ინტენსივობით უნდა მიეწოდებოდეს და დღევანდელი ფართო საექსპერტო შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება.