„რუსეთსა და ნატოს შორის სრულმასშტაბიანი ომი ნაკლებსავარაუდოა“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატოს ქვეყნების ერთიანობის დემონსტრირებამ შეამცირა სრულმასშტაბიანი ომის ალბათობა.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარება „უკიდურესად არაპროგნოზირებადია“ და რომ ნატო ახალი რეალობის წინაშე დგას, ამიტომ მზად უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
კითხვაზე, რომ რუსეთი არ მისდევს დეკონფლიქტის ხაზს, სტოლტენბერგმა აღნიშნა:
„რუსები არ იყვნენ მზად, ამ ხაზების გამოსაყენებლად, მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.