ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 15:43 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
19°C clear sky

„ნატო არ აპირებს, რომ უკრაინის ომის მონაწილე მხარე გახდეს“ – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის ომის მონაწილე მხარე არ გახდება.

მისივე თქმით, ალიანსი კიევს იარაღით ეხმარება, თუმცა ჯარსა და თვითმფრინავებს უკრაინაში არ გაგზავნის.

„ჩვენ არასოდეს ვიქნებით უკრაინის კონფლიქტში მებრძოლი მხარე. ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს ან ნატოს თვითმფრინავებს უკრაინაში. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება გაეროს წესდების შესაბამისად და ჩვენ გვაქვს უფლება მხარი დავუჭიროთ მას ამ უფლების დაცვაში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ესკალაციის რისკი, ამიტომ მნიშვნელოვანია ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ეს მოსკოვს მიახვედრებს, რომ ნატო თავისი ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვას აპირებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები