ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 16, 2024 11:25 საათი

თბილისი

სექ 16 - ორშ
Tbilisi, GE
20°C clear sky

NATO: ბელარუსი „მალე“ რუსეთთან ერთად იბრძოლებს უკრაინის ომში

„სულ უფრო „სავარაუდოა“, რომ ბელარუსი კონფლიქტში ჩაერთვება“, – განუცხადა  CNN-ს  ნატოს სამხედრო ოფიციალურმა პირმა.

„პუტინს მხარდაჭერა სჭირდება. ყველანაირი დაეხმარება,” – განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

წყარომ ბელარუსის ოპოზიციიდან განაცხადა, რომ ბელარუსის საბრძოლო ნაწილები მზად არიან უკრაინაში შევიდნენ უახლოეს დღეებში, რომ ისინი მზად არიან განლაგებისთვის.

ნატოს დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ალიანსი ფიქრობს, რომ ბელარუსის მთავრობა „ამზადებს საფუძველს უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის შეტევის გასამართლებლად“.

წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დღემდე არ არსებობდა რაიმე მინიშნება იმისა, რომ ბელარუსი ამჟამად მონაწილეობს უკრაინაში ბრძოლებში და ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პენტაგონს არ ჰქონია „არავითარი მინიშნება იმისა, რომ ბელარუსები ემზადებოდნენ უკრაინაში გადასასვლელად, რომ მათ დადეს რაიმე შეთანხმება ამის გასაკეთებლად“.

ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ბელარუსის ომში ჩართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მოსკოვში უნდა იქნეს მიღებული და ამ დროისთვის, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ ბელარუსის ძალებმა უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მიიღონ მონაწილეობა.

„ეს არ არის ის, რაც [ალექსანდრე] ლუკაშენკოს სურს“, – განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„საკითხავია: სურს პუტინს კიდევ ერთი არასტაბილური ქვეყანა რეგიონში? ომში ჩართვა ბელორუსის დესტაბილიზაციას მოახდენს“, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები