კრემლის ლიდერის განცხადებას ბელარუსში ბირთვული იარაღის გადატანასთან დაკავშირებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოეხმაურა.
როგორც ალიანსში აცხადებენ, ნატო ფხიზლად არის და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.
ალიანსში ამბობენ, რომ რუსეთის ბირთვულ რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა.
„ჩვენ ვერ შევამჩნიეთ რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში, რომელიც გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა“, – აცხადებენ ნატოში.
ცნობისთვის, 25 მარტს კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.