ბრიტანელი გენერლის რიჩარდ შირეფის განცხადებით, მას ისევე როგორც ადამიანების უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი თავის წინადადებას არ შეასრულებს და არ შეანელებს იმ საბრძოლო აქტივობას, რომლის შესახებაც გუშინ, სტამბოლში მოლაპარაკებების პროცესში გახდა ცნობილი.
ბრიტანელი გენერლის თქმით, რუსეთის მცდელობა მრავალი მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა.
„თითქმის უდავოა იმის აღიარება, რომ მათი წინსვლის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მათი განცხადება უკრაინის სხვა მხარეში ძალის კონცენტრაციას ნიშნავს“, – აცხადებს გენერალი.
რიჩარდ შირეფი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული კრემლის ლიდერი ტყუილს ამბობდეს.
„სანამ პუტინი კრემლშია, ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება“, – ამბობს სერ რიჩარდი და მას „სისხლიან ავტოკრატს“ უწოდებს.
გენრალის განცხადებით, ნატომ უნდა უზრუნველყოს, რომ ომი დარჩეს რუსეთთან „ცივ ომად და არა ცხელ ომად.“