ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 14, 2025 20:42 საათი

თბილისი

Jan 14 - Tue
Tbilisi, GE
9°C clear sky

ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინაში მიმდინარე ომში ორივე მხარის დანაკარგები მილიონს აჭარბებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ორივე მხარის დანაკარგები მილიონს აჭარბებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ორივე არმიის ყოველკვირეული დანაკარგები, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, 10 ათასზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს.

„ყოველ კვირას უკრაინაში ყველა მხრიდან 10 ათასზე მეტი დაღუპული და დაჭრილია. 2022 წლის თებერვლიდან დანაკარგები მილიონზე მეტია. პუტინი ცდილობს უკრაინის რუკიდან წაშლას“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

მან დააზუსტა, რომ რუსეთის დანაკარგებმა 700 ათას ადამიანს მიაღწია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის