ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 20:30 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
14°C clear sky

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა განიხილება – The Sun

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, The Sun-ის წყარო აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში ნატოს გენმდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს.

ბრიტანული წყაროების განცხადებით, სავარაუდოდ, ოფიციალური ლონდონი ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ვეტოს დაადებს. გარდა ამისა, სტოლტენბერგის შემცველად საკუთარ თავს ხედავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, რომლის კანდიდატურასაც პრემიერი რიში სუნაკიც უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ 2013-2019 წლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი ანგელა მერკელის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები