ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:34 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
14°C clear sky

„ნაცები“ ახლა ცოტა შემჭიდროვდნენ, არჩევნებზე სამი პარტიით გადიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ფერი იცვალეს და „ნაცები“ აღარ არიან – იაგო ხვიჩია

„ნაცები“ ახლა ცოტა შემჭიდროვდნენ და არჩევნებზე სამი პარტიით გადიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ფერი იცვალეს და „ნაცები“ აღარ არიან“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ განსხვავებული არაფერი გამოუვლენია იმისგან, რაც „ნაცებს“ უნდათ.

„ჩვენც გვქონდა ახალი პოლიტიკური ცენტრი. „გირჩს“ ახლაც ეგ ჰქვია სახელად, მაგრამ ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ არ იყო ცენტრის სწორი დახასიათება, მენიუდან ამოვიღეთ. ჩვენი კოლეგები ცენტრს ხან რას ეძახიან და ხან რას. მოდით, შევხედოთ, რას ნიშნავს „ნაცები“. მაგალითად, კეზერა არის თუ არა „ნაცი“? არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კეზერა საერთოდ „ქოცია“. „ნაცად“ თუ ვთვლით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ორი „ნაცური“ პარტიის დამფუძნებელია ერთი და იგივე კაცი. შესაბამისად, როგორ ჩავთვალოთ, რომ ამ ორიდან რომელიმე „ნაცი“ არ არის? მაშინ ვთქვათ, რომ კეზერა საერთოდ „ქოცია“ და „ნაცებს“ არცერთი ცენტრი არ ჰქონიათ.

მესამეს, „ლელოს“ რაც შეეხება, ჯერ განსხვავებული არაფერი გამოუვლენია იმისგან, რაც „ნაცებს“ უნდათ. არც პროგრამაზე უთქვამთ, ამის გაკეთება განსხვავებულად გვინდაო, მმართველობის სისტემაშიც რამე „ნაცებისგან“ განსხვავებული უნდათ, ასე არ არის. იმის გამო, რომ „ლელომ“ ალეკო ელისაშვილი და დოლიძე მიიერთა, მე როგორ უნდა ვთქვა ჩემს გეგმაზე უარი? ასევე, კეზერამ რომ ორი „ნაცური“ პარტია შექმნა, რომელიმე მათგანში „ნაცური“ სული აკლია თუ რაშია საქმე, მე არ მესმის.

როგორც ადრე იყო, „ნაცები“ გადიოდნენ შვიდი პარტიით, ახლა ცოტა შემჭიდროვდნენ და სამით გადიან, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, გვარამიამ ფერი იცვალა და „ნაცი“ არ არის, ან რომელიმე სხვა ლიდერმა, ვინც დღეს კეზერას მიერ ფინანსდება“, – აცხადებს ხვიჩია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები